საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – ამჟამად ბარელი Urals-ის ფასი 73 დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 4.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება ერთთვიან პერიოდს, ამ შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი 5.8%-ს აღწევს. ბოლო პერიოდში გაიაფების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ნავთობი ბირჟაზე დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტთან შედარებით 13 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.
რუსული Urals-ისგან განსხვავებით, მცირედით გაზრდილია Brent-ისა და WTI-ის ფასები. კერძოდ, Brent-ის შემთხვევაში ბარელის ფასი 86 დოლარს აჭარბებს, WTI კი დაახლოებით 84 დოლარად ივაჭრება. ერთკვირიან ჭრილში სანავთობო ბაზარზე 2.5%-იან ზრდას ვხედავთ, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის გამწვავებითაა განპირობებული.
ბირჟაზე იზრდება ბუნებრივი აირის ღირებულებაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი ერთ კვირაში თითქმის 33%-ითაა გაზრდილი და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 48 ევროს შეადგენს.
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…